მწვანე სკოლაში სწავლება მიმდინარეობს შემდეგ პროგრამებზე:

  • სკოლა
  • წინასაკოლო მომზადება
  • ადრეული აღზრდა

ადრეული აღზრდა

2-3 წელი

აქ თავგადასავლები იწყება

  • აკვირდებიან გარემოს
  • ატარებენ ექსპერიმენტებს
  • ამზადებენ კერძებს
  • ხატავენ
  • ძერწავენ
  • ქმნიან მუსიკას

„მწვანე ბაღი“ არის ბავშვების საყვარელი ადგილი, სადაც ისინი იწყებენ კვლევასა და აღმოჩენას. დღის განრიგი დაგეგმილია მათი ასაკისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობის გათვალისწინებით. ყოველდღიური აქტივობები ეხმარება ბავშვებს  ენისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური, ფიზიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებში. დღის მანძილზე, ნებისმიერ ამინდში, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ეზოში თამაშს.

წინასასკოლო მომზადება

აქ სკოლისთვის ემზადებიან

ჯგუფები:

3-4 წელი

4-5 წელი

5-6 წელი

თამაშით სწავლობენ:

  • მსჯელობას
  • წარდგენას
  • ლოგიკურ აზროვნებას
  • წაკითხულის გააზრებას
  • თანამშრომლობას
  • კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევას

წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამა დაგეგმილია ისე, რომ სამეცნიერო ექსპერიმენტების, როლური თამაშის, ხატვის, ძერწვისა და სხვა სახალისო აქტივობების დახმარებით, სწავლობენ სტრუქტურირებლ გარემოში კონცენტრაციას, რაც მნიშვნელოვანია სკოლაში ადაპტაციისთვის.

დღის განრიგი დაგეგმილია ბავშვის ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად და ითვალისწინებს:

  • ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნებას
  • საწყისი წერითი უნარების განვითარებას
  • მარტივი ლოგიკური დავალებების გადაწყვეტას

დღის მანძილზე, ნებისმიერ ამინდში, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ეზოში თამაშს.

სკოლა

აქ სწავლა უყვარდებათ

„მწვანე სკოლაში“ მოსწავლეები იძენენ ცოდნას, უნარებს და დამოკიდებულებებს , რომლებიც საჭიროა წარმატებული მომავლისთვის.

სწავლობენ:

  • გამართულ კომუნიკაციას – წერას , მეტყველებას
  • კრიტიკულ აზროვნებას
  • შემოქმედებითად ფიქრს
  • პროექტებზე მუშაობას
  • მოსმენას
  • თვითორგანიზებას
  • კონფლიქტების მართვას

პირველიდან მეექვსე კლასამდე გათვალისწინებულია გახანგრძლივებული დღის რეჟიმი ორჯერადი კვებით.

სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით . საგნობრივი სწავლების გარდა ,  მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაერთონ სხვადასხვა სპორტულ და აკადემიურ აქტივობაში.

  • სპორტული კლუბები (ჩოგბურთი, კალათბურთი, ცეკვა, ჭადრაკი)
  • დებატების კლუბი
  • აბიტურის პროგრამა
  • ინგლისურის გაძლიერებული სწავლება