სწავლის წლიური საფასური შეადგენს 6000 ლარს ან 2000 დოლარის ექვივალენტს ლარში.

გადახდის გრაფიკი დამოკიდებულია , რომელ ვალუტაში ირჩევთ ანგარიშსწორებას.

ლარში ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში წლიური საფასური შეიძლება ორ ან სამ ნაწილად გაიყოს:

  • ორ ეტაპიანი გრაფიკის შემთხვევაში, პირველ ნახევარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორცილდეს, მეორე ნახევარის –  5 სექტემბრამდე. ყოველი მომდევნო სასწავლო წლიდან გადახდა სექტემბერსა და დეკემბერში ხდება.
  • სამ ეტაპიანი გრაფიკისას, პირველი მესამედის გადახდა ხდება გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში,  მეორე მესამედის – სექტემბერში, მესამის – დეკემბერში. ყოველი მომდევნო სასწავლო წლიდან გადაიხდის სექტემბერში, დეკემბერსა და მარტში.

 დოლარში ხელშეკრულების გაფომებისას შესაძლებელია ორ, სამ, ოთხ ეტაპიანი ან ყოველთვიური გადახდის გრაფიკის არჩევა.

  • დოლარში გაფორმებისას ხელშეკრულების დადებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მშობელი საფასურის 10% (200 დოლარის ექვივალენტს ლარში ) იხდის.  სექტემბრიდან აგრძელებს გადახდას ორ, სამ , ოთხ ეტაპად  ან  ყოველი თვის დასაწყისში.