წინასასკოლო მოსამზადებელი ცენტრი

"თბილისის მწვანე სკოლაში" სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს წინასასკოლო მოსამზადებელი ცენტრი, რომლის მიზანია ბავშვების გონებრივი, ფიზიკური, სოციალური და შემეცნებითი განვითარება. ჩვენი გუნდისა და ბავშვზე ორიენტირებული პროგრამის დახმარებით მოსწავლეები გახდებიან დამოუკიდებლები, ანალიტიკურად და შემოქმედებითად მოაზროვნეები, მოემზადებიან სკოლისთვის და მარტივად შეძლებენ პირველ კლასში ადაპტაციას.

 

"თბილისის მწვანე სკოლის" წინასასკოლო მოსამზადებელი ცენტრის კვალიფიციური პედაგოგების, აღმზრდელებისა და მათი ასისტენტების გუნდი გთავაზობთ შემდეგ სასწავლო პროგრამას:

 

• პრე-კითხვა და კითხვა  

• პრე-წერა 

 სახალისო არითმეტიკა

 • ინგლისური ენა

 • მეცნიერება: თვისებების გარკვევა, ცოცხალი საგნები და გარემო, ბუნების ძალების შეცნობა, აღმოჩენებისა და კვლევების ინსტრუმენტები,  მეცნიერებისთვის საჭირო უნარები (მთელი კვირის მანძილზე თემატური გადანაწილება)

 • ხელოვნება: რიტმული და ევრითმიული, ვიზუალური, დრამატული

 • კითხვის საათი

 • მე და გარემო

• თემატური დილა და საღამო

 • მოტორიკა და ფიტნესი 

• განმავითარებელი თამაშები და თავისუფალი დასვენება

 

წინასასკოლო მოსამზადებელ ცენტრში მიიღებიან 3-6 წლის ასაკის ბავშვები.
ცენტრის სამუშაო საათებია - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:30

29 ოქტომბერი 2014