საბაზო და საშუალო საფეხური

 

საბაზო და საშუალო საფეხურზე სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის მისიის შესაბამისად. ამ საფეხურებზე სწავლების უმთავრესი მიზანია, მოსწავლეებს შეექმნათ პირობები ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად, გამოუმუშავდეთ ის უნარ- ჩვევები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ პასუხისმგებლიან, თავისუფალ, მაღალი მოქალაქეობრივი კულტურის მქონე პიროვნებებად ჩამოყალიბებას, დაეხმარება მომავალი პროფესიის სწორად არჩევასა და დასახული მიზნის მიღწევაში.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთი საგნების სწავლებას როგორებიცაა: მშობლიური ენა, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები, უცხოური ენები და საზოგადოებრივი მეცნიერებები.
მშობლიურ ენაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში სწავლება გაძლიერებულია.
საბაზო საფეხურზე გადასვლისას მოსწავლეები ირჩევენ მესამე უცხო ენას (ფრანგული, გერმანული, რუსული).
გარდა სემესტრული გამოცდებისა, მოქმედებს ე.წ შუალედური გამოცდების სისტემა. 

საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო კრედიტ - საათებით.


საშუალო საფეხურზე სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა -  მოსწავლეებმა  სპეციალური მომზადების გარეშე, წარმატებით ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები, რისთვისაც არის  გაძლიერებული სწავლება შესაბამის დისციპლინებში.


საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს სკოლა დამატებით სთავაზობს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხიან წარმართვას:

√ პროექტების მომზადება,

√ კლუბებსა და სკოლისგარეშე სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობა,

√ კონკურსები,

√ კონფერენციები,

√ ინტელექტუალური თამაშები,

√ სპექტაკლზე დასწრება,

√ მუზეუმების დათვალიერება,

√ ექსკურსიები. 

11 თებერვალი 2015