FAQ - ხშირად დასმული შეკითხვები



 

1. როგორ ხდება მოსწავლეების მიღება I კლასში?

პირველ კლასში მოსწავლეების მისაღებად რეგისტრაცია გამოცხადდება ჩვენი სკოლის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi Green School), რომლის შევსების შემდეგ დაგიკავშირდებით, გაგაცნობთ საბუთების ჩამონათვალს და გავაფორმებთ კონტრაქტს.

 

2. მოსწავლის სხვა სკოლიდან გადმოყვანის შემთხვევაში რა პროცედურებია საჭირო?

მოსწავლის სხვა სკოლიდან გადმოყვანის შემთხვევაში უნდა მობრძანდეთ სკოლაში, დაიგეგმოს გასაუბრება/ტესტირება (VI-XII კლასის შემთხვევაში), რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში დაწერთ განცხადებას, სადაც მიუთითებთ, თუ რომელი სკოლიდან და რომელ კლასში გსურთ მოსწავლის გადმოყვანა. მოსწავლეთა ბაზაში ცვლილების შეტანისთანავე დაგიკავშირდებით და გაფორმდება კონტრაქტი.

 

3. რომელ საათზე იწყება და სრულდება ძირითადი სასწავლო პროგრამა?

ძირითადი სასწავლო პროგრამა იწყება 09:00 საათზე და სრულდება 15:20 საათზე. I - დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ კლუბებითა და გახანგრძლივებული დღის რეჟიმით, რომელიც იწყება 15:20 საათზე და გრძელდება 18:00 საათამდე.

 

4.    დაწყებით კლასებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა, რა დამატებითი მეცადინეობები უტარდებათ მოსწავლეებს?

მოსწავლეებს დამატებით უტარდებათ: ჭადრაკის, ჩოგბურთისა და ცეკვის გაკვეთილები.  

 

5.რომელი კლასიდან სწავლობენ მოსწავლეები უცხო ენებს?

მოსწავლეები ინგლისურ ენას სწავლობენ პირველი კლასიდან. მეოთხე კლასიდან ირჩევენ დამატებით უცხო ენას: რუსული, გერმანული ან ფრანგული.

 

6.რას გულისხმობს ინდივიდუალური კრედიტ-საათები?

„თბილისის მწვანე სკოლის“ ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს თითოეულ საგანში  ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ისარგებლოს 10 უფასო კრედიტ-საათით, რაც გულისხმობს მასწავლებლის დახმარებით ინდივიდუალურ მეცადინეობას.

 

7.რამდენია „თბილისის მწვანე სკოლაში“ სწავლის წლიური ღირებულება? თუ არის ფასდაკლება დედმამიშვილების შემთხვევაში?

სწავლის წლიური ღირებულება არის 5000 ლარი.

ერთი ოჯახიდან ორი მოსწავლის შემთხვევაში ვრცელდება 10%- იანი ფასდაკლება.

ერთი ოჯახიდან სამი მოსწავლის შემთხვევაში ვრცელდება 20%- იანი ფასდაკლება.

ფასდაკლება მოქმედებს „თბილისის მწვანე სკოლის“ წინასასასკოლო ცენტრის აღსაზრდელებზეც.

 

8.სკოლაში თუ არის კვება და ტრანსპორტირების სერვისი?

სკოლაში კვება არის I-IV კლასების ჩათვლით (გახანგრძლივებული კლასის მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულია ორჯერადი კვება). რაც შეეხება ტრანსპორტირების სერვისს -  მისი საფასური არ შედის წლიურ ღირებულებაში და  ფასი დგინდება ინდივიდუალურად, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით. 

19 თებერვალი 2015