მეთორმეტეკლასელების გამოსაშვები ღონისძიება

 

მათ წარმატებით დაამთავრეს თბილისის მწვანე სკოლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ჩვენი სკოლის ინიციატივით 23 ხე დაირგვება.

25 მაისს თბილისის მწვანე სკოლაში „ბოლო ზარი“ აღინიშნა.
სკოლამ კურსდამთავრებულებისთვის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მოაწყო. 
სკოლის დირექტორმა, სასწავლო ნაწილმა და მასწავლებლებმა მათ სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
კურსდამთავრებულებს სკოლისგან ტრადიციული საჩუქრებთან (სიგელები, ჩანაწერებისთვის კლასის ჟურნალი) ერთად ჰიმალაის კედრის ნერგები გადაეცათ. ინკუბაციურ ნერგებს თან უნიკალური QR კოდი ახლდა, რომლის დასკანირებისა და ფოტოს გადაღების შემდეგ თითოეული მოსწავლისთვის საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გადაშენების პირას მყოფი სახელობითი ხის ნერგი დაირგვება, ხოლო თბილისის მწვანე სკოლის სახელზე ნარგავების რუკა შეიქმნება.

აღნიშნული, კონცეპტუალური იდეის სრულყოფა ორგანიზაცია Treepex -თან თანამშრომლობით განხორციელდა.

თბილისის მწვანე სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს მათ სკოლის დამთავრებას და უსურვებს წარმატებას.

18 ივლისი 2016