ნუცა მახვილაძის სახელობის სტიპენდია

 

 

თბილისის მწვანე სკოლა აცხადებს კონკურსს ჩვენი ყოფილი მოსწავლის, ნუცა მახვილაძის, სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

სტიპენდია მოსწავლეს საშუალებას მისცემს მწვანე სკოლის საშუალო საფეხურზე (X-XII კლასი) სამი წლის განმავლობაში ისწავლოს უფასოდ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს საბაზო საფეხური:
• აქვთ საუკეთესო აკადემიური მოსწრება;
• არ შეუძლიათ კერძო სკოლაში სწავლა.

პირველ ეტაპზე სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა:
• ელექტრონული განაცხადის შევსება (რეგისტრაციის ვადა - 17.06 – 30.06.2017);
• მოსწავლის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა საჯარო სკოლიდან;
• ნიშნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულმა მოსწავლეებმა უნდა დაწერონ სამოტივაციო წერილი და გაიარონ გასაუბრება სკოლის ადმინისტრაციასთან.

ნუცა მახვილაძის სახელობის სტიპენდია ყოველწლიურად დაენიშნება ერთ მოსწავლეს.

03 აპრილი 2017