• ნუცა მახვილაძის სახელობის სტიპენდია

     

     

    თბილისის მწვანე სკოლა აცხადებს კონკურსს ჩვენი ყოფილი მოსწავლის, ნუცა მახვილაძის, სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

    სტიპენდია მოსწავლეს საშუალებას მისცემს მწვანე სკოლის საშუალო საფეხურზე (X-XII კლასი) სამი წლის განმავლობაში ისწავლოს უფასოდ.

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს საბაზო საფეხური:
    • აქვთ საუკეთესო აკადემიური მოსწრება;
    • არ შეუძლიათ კერძო სკოლაში სწავლა.

    პირველ ეტაპზე სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა:
    • ელექტრონული განაცხადის შევსება (რეგისტრაციის ვადა - 17.06 – 30.06.2017);
    • მოსწავლის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა საჯარო სკოლიდან;
    • ნიშნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

    კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულმა მოსწავლეებმა უნდა დაწერონ სამოტივაციო წერილი და გაიარონ გასაუბრება სკოლის ადმინისტრაციასთან.

    ნუცა მახვილაძის სახელობის სტიპენდია ყოველწლიურად დაენიშნება ერთ მოსწავლეს.

    2017-04-03

    დეტალურად
  • პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

     

     

    "თბილისის მწვანე სკოლაში" 2017-2018 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო!

    მოსწავლის დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.

     ინდივიდუალური საინფორმაციო შეხვედრის დასაგეგმად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

     (032) 2520008; 599 257813

    2017-01-25

    დეტალურად
  • აბიტურის პროგრამა

     

     

    თბილისის მწვანე სკოლის აბიტურის გაძლიერებული პროგრამის ფარგლებში, მეთორმეტე კლასელებისთვის ინტენსიური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. მოსწავლეებს ეროვნული გამოცდების იმიტირებული შიდა სასკოლო წერა ყველა ჩასაბარებელ საგანში ექნებათ.

    აბიტურიენტები რეალურ საგამოცდო პირობებში საკუთარი ცოდნის დონისა და შესაძლებლობების შეფასებას შეძლებენ, ხოლო მასწავლებლები მოსწავლეების შედეგებიდან გამომდინარე თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურად იმუშავებენ.

     

       

     

    2017-01-25

    დეტალურად
  • პროექტი - "შენი უსაფრთხოებისთვის"



    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, შსს - ს წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისის მწვანე სკოლის მეორეკლასელებს. მათ ბავშვებს გააცნეს საგზაო მოძრაობის წესები და უპასუხეს მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს.

          

    2017-01-25

    დეტალურად
  • ინტელექტუალური თამაში - “Quidditch: Intellectual Competition for Schools”

     

     

    თბილისის მწვანე სკოლის მეათეკლასელები ინგლისურენოვანი, ინტელექტუალური თამაშის - “Quidditch: Intellectual Competition for Schools” ნახევარფინალში არიან!

    შეჯიბრის ორგანიზატორია "ინგლისური წიგნი საქართველოში". English Book in Georgia.

    2017-01-25

    დეტალურად
  • თბილისის მწვანე სკოლის შინაგანაწესი

     

    ჩამოტვირთვა

    2016-09-12

    დეტალურად
  • მეთორმეტეკლასელების გამოსაშვები ღონისძიება

     

    მათ წარმატებით დაამთავრეს თბილისის მწვანე სკოლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ჩვენი სკოლის ინიციატივით 23 ხე დაირგვება.

    25 მაისს თბილისის მწვანე სკოლაში „ბოლო ზარი“ აღინიშნა.
    სკოლამ კურსდამთავრებულებისთვის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მოაწყო. 
    სკოლის დირექტორმა, სასწავლო ნაწილმა და მასწავლებლებმა მათ სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
    კურსდამთავრებულებს სკოლისგან ტრადიციული საჩუქრებთან (სიგელები, ჩანაწერებისთვის კლასის ჟურნალი) ერთად ჰიმალაის კედრის ნერგები გადაეცათ. ინკუბაციურ ნერგებს თან უნიკალური QR კოდი ახლდა, რომლის დასკანირებისა და ფოტოს გადაღების შემდეგ თითოეული მოსწავლისთვის საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გადაშენების პირას მყოფი სახელობითი ხის ნერგი დაირგვება, ხოლო თბილისის მწვანე სკოლის სახელზე ნარგავების რუკა შეიქმნება.


            

    2016-07-18

    დეტალურად
  • ჩვენი მოსწავლე დნმ-ის საერთაშორისო კონკურსზე

     

    ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, სანდრო სურმავა ევროპის დნმ-ის დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და მონაწილეთა ათეულში შევიდა.

    თბილისის მწვანე სკოლა ულოცავს სანდროს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ამაყობს ასეთი ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეებით.

    ინფორმაციასა და ესეს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ ლინკზე. 

     

    2016-07-18

    დეტალურად
  • ოკუპაციის კვირეული

     

    1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, "თბილისის მწვანე სკოლის" საბაზო და საშუალო საფეხურზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიება გაიმართა. "ოკუპაციის კვირეულის"ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ შემდეგ აქტივობებში:

    1. ლექცია: "შემოვიდნენ რუსები , რუსული ოკუპაცია- ისტორიული პარალელები;
    2. "1921 წელი, ისტორიულ-ლიტერატურული წყაროები, "გმირები და ანტიგმირები";
    3. "საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა"-ისტორიული ექსკურსი;
    4. ექსკურსია ოკუპაციის მუზეუმში;
    5. ექსკურსია ტაბახმელაში- იუნკერების მემორიალთან.


               

    2016-07-18

    დეტალურად
  • ჩვენთან ბევრს კითხულობენ


    "თბილისის მწვანე სკოლაში" წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მეორე კლასის მოსწავლეებს თანამედროვე, ქართველი ავტორები - მაკა ლდოკონინი და ირმა მალაციძე ესტუმრნენ. მათ მოსწავლეებს კითხვასთან დაკავშირებით მცირე პრეზენტაციები ჩაუტარეს, მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მისცეს და საჯაროდ წაუკითხეს. 
    წიგნიერებისადმი მიძღვნილი ღონისძიება საინტერესო დისკუსიებით დასრულდა.


                

    2016-07-18

    დეტალურად