სკოლაში მიღება

"თბილისის მწვანე სკოლის" პირველ კლასში მიიღებიან მოსწავლეები, რომლებსაც შეუსრულდათ ექვსი წელი. კლასში ჩარიცხვა ხდება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. განცხადებასთან ერთად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 

1. მოსწავლის ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი;

2. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100);

3. 2 ფოტოსურათი (3X4);

4. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები. 

 

 

 

სკოლაში V-XII კლასელთა ჩარიცხვა ხდება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე გამოცდის შედეგად. 

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები გამოცდას აბარებენ საგნებში:

 

1. ქართული ენა და ლიტერატურა

2. ინგლისური ენა

3. მათემატიკა

  • სასწავლო აქტივობები
  • ღონისძიებები
  • წინასასკოლო ცენტრი
  • ინფრასტრუქტურა