მისია

●●თბილისის მწვანე სკოლის მიზანია შექმნას მოზარდთა ინტელექტუალური და ფიზიკური აღზრდისათვის აუცილებელი, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო და მისცეს მათ თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი განათლება.

 

●● თბილისის მწვანე სკოლის გამოცდილი და კვალიფიციური მასწავლებლებისა და მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამების დახმარებით მოსწავლე იძენს ღირებულ ცოდნას, ხდება ანალიტიკურად და შემეცნებითად მოაზროვნე, ივითარებს ინდივიდუალიზმსა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც თითოეული მათგანისათვის წარმატების გარანტია.

●● თბილისის მწვანე სკოლაში ყველა საგნის გაღრმავებული სწავლა და მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომა განაპირობებს თითოეული მათგანის წარმატებას არა მხოლოდ საატესტატო და ეროვნულ გამოცდებში, არამედ მომავალ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. 

●● ჩვენი სკოლა ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი მოსწვალეების აღზრდასა და მათ წარმატებულ მომავალზე. 

 

  • სასწავლო აქტივობები
  • ღონისძიებები
  • წინასასკოლო ცენტრი
  • ინფრასტრუქტურა