სკოლის მისია

თბილისის მწვანე სკოლის მიზანია შექმნას მოზარდთა ინტელექტუალური და ფიზიკური აღზრდისათვის აუცილებელი, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო და მისცეს მათ თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი განათლება.

თბილისის მწვანე სკოლის გამოცდილი და კვალიფიციური მასწავლებლებისა და მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამების დახმარებით მოსწავლე იძენს ღირებულ ცოდნას, ხდება ანალიტიკურად და შემეცნებითად მოაზროვნე, ივითარებს ინდივიდუალიზმსა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც თითოეული მათგანისათვის წარმატების გარანტია.

თბილისის მწვანე სკოლაში ყველა საგნის საფუძვლიანი სწავლა და მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომა განაპირობებს თითოეული მათგანის წამატებას ეროვნულ გამოცდებსა და მომავალ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

ჩვენი სკოლა ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი მოსწავალეების აღზრდასა და მათ წარმატებულ მომავალზე. 

ბაღის მისია და ფილოსოფია

ფილოსოფია –  ყველა ბავშვი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვების ინდივიდუალურობის გათვალისწინებით შექმნილ უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში,  ცნობისმოყვარეობისა და კვლევა-ძიების პროცესის წახალისებით, ისინი ვითარდებიან და იღებენ პოზიტიურ გამოცდილებას.

მწვანე ბაღის მისიაა პოზიტიური ქცევის განმტკიცების გზით, ხელი შეუწყოს ბავშვს გახდეს დამოუკიდებელი, ადაპტური, ჯანსაღი ჰუმანური ღირებულების, კოგნიტური და სოციალურ-ემოციური უნარების მქონე ინდივიდი, რომელიც სოციუმში წარმატებით შეძლებს თავის დამკვიდრებას.   

 

მიზანი და ამოცანები

მწვანე ბაღის მიზნები:

  • ბავშვს დაკმაყოფილებული უნდა ჰქონდეს ბაზისური საჭიროებები.
  • ბავშვი უნდა იყოს „„დაცული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად; მისი უსაფრთხოებისა და საუკეთესო ინტერესის დაცვა უნდა შეძლონ, როგორც უშუალოდ მასთან მომუშავე ადამიანებმა, ასევე ბაღის გარემოში არსებულმა პირებმა (სხვა მშობლები, მოსწავლეები, თანაჯგუფელები, ადმინისტრაციის თანამშრომლები).
  • ბაღის გარემოში, თითოეული ბავშვი უნდა იყოს პროცესის თანაბარუფლებიანი მონაწილე. მას აქვს საკუთარი აზრები, სურვილები და ინტერესი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული და დაფასებული.
  • ბავშვს უნარების განსავითარებლად უნდა ჰქონდეს მრავალფეროვან აქტივობებში მონაწილეობის საშუალება და შეეძლოს სხვადასხვა ბუნებრივი რესურსისა თუ განმავითარებელი ხელსაწყოების/სათამაშოების გამოყენება.
  • ბავშვის მხარდაჭერის, მოტივაციისა და თავდაჯერებულობისთვის მშობლების როლისა და ჩართულობის გაზრდა ბაღისა და პრესქულის ყოველდღიურობაში.

წვანე ბაღის ამოცანები

  • ბავშვებისთვის უსაფრთხო, თავისუფალი და კომფორტული გარემოს შექმნა.
  • მრავალფეროვანი, შემოქმედებითი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელბა.
  • სხვადასხვა პროექტის, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიების დაგეგმვა.
  • ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე, მრავალფეროვანი სტრატეგიების დაგეგმვა, სასწავლო პროგრამის გადახალისება და თანამშრომლების გადამზადება/სპეციალიზაცია.

მიღება

მწვანე სკოლაში პირველკლასელთა მიღება  გასაუბრების საფუძველზე მიმდინარეობს. გასაუბრებას სკოლის ფსიქოლოგი უძღვება .   მოტორული უნარების, აღქმის, ლოგიკური აზროვნების შეფასება გვეხმარება ბავშვების ფსიქოტიპის დადგენასა და ინდივიდუალური მიდგომების შერჩევაში.

ხელშეკრულების გასაფორმებლად მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • ორი ფოტოსურათი 3|4
  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
  • ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა N100

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 0322520008

info@greenschool.ge

გადახდა

სწავლის წლიური საფასური შეადგენს 6000 ლარს ან 2000 დოლარის ექვივალენტს ლარში.

გადახდის გრაფიკი დამოკიდებულია  ვალუტაზე, რომელშიც ირჩევთ ანგარიშსწორებას.

ლარში ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში წლიური საფასური შეიძლება ორ ან სამ ნაწილად გაიყოს:

  • ორ ეტაპიანი გრაფიკის შემთხვევაში, პირველი ნახევარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული  დღის ვადაში უნდა განხორცილდეს, მეორე ნახევარის –  5 სექტემბრამდე. ყოველი მომდევნო სასწავლო წლიდან გადახდა სექტემბერსა და დეკემბერში ხდება.
  • სამ ეტაპიანი გრაფიკისას, პირველი მესამედის გადახდა ხდება გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში,  მეორე მესამედის – სექტემბერში, მესამის – დეკემბერში. ყოველი მომდევნო სასწავლო წლიდან გადაიხდის სექტემბერში, დეკემბერსა და მარტში.

 

დოლარში ხელშეკრულების გაფომებისას შესაძლებელია ორ, სამ, ოთხ ეტაპიანი ან ყოველთვიური გადახდის გრაფიკის არჩევა.

  • დოლარში გაფორმებისას ხელშეკრულების დადებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მშობელი საფასურის 10% (200 დოლარის ექვივალენტს ლარში ) იხდის.  სექტემბრიდან აგრძელებს გადახდას ორ, სამ , ოთხ ეტაპად  ან  ყოველი თვის დასაწყისში.

კათედრის კონცეფციები

დაწყებითების კათედრა

კათედრის თავჯდომარე : სალომე ცხვედიანი

დაწყებითების კათედრა ყოველწლიურად ადგენს წლის სამუშაო გეგმას, ირჩევს გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, დამხმარე მასალებს, ინტერნეტ რესურსებსა და თვალსაჩინოებებს.  კათედრაზე  „ პროექტული სწავლების „  ფარგლებში  წლის მანძილზე  დაგეგმილი პროექტებისა და გამოფენების თემატიკა განისაზღვრება .

კათედრის მიზანია ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი. 

  • გამოვუმუშაოთ მოსწავლეს სასწავლო უნარ-ჩვევები, ვასწავლოთ სწავლა.
  • განვუვითაროთ მოსწავლეს ძირითადი უნარები: წერა, კითხვა, თვლა, ანგარიში, მოსმენა , აზრის გამოთქმა, თხრობა, საუბარი.
  • განვუვითაროთ წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა და დამოუკიდებლად აზროვნების უნარი. 

შეფასება და „წარმატების  პრეზენტაცია“

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები იყენებენ „განმავითარებელ შეფასებას“, რომელსაც  სიტყვიერი შეფასების სახე აქვს. კონკრეტული დავალებისთვის განსაზღვრულია შეფასების რუბრიკები, ცხრილის სახით. ყოველი თვის ბოლოს მოსწავლეების პროგრესის დასადგენად. წინასწარ განსაზღვრული ტესტების მიხედვით სადიაგნოსტიკო შეფასება ტარდება.

„ წარმატების პრეზენტაციაა“ მოსწავლეთა შეფასების მთავარი სტრატეგიაა:  

წელიწადში ორჯერ, სემესტრის ბოლოს, მოსწავლეები განვლილ მასალაზე დაყრდნობით მშობლებისთვის ინდივიდუალურ პრეზენტაციას მართავენ. ამ სახალისო აქტივობით , ბავშვები  წერის, კითხვის, მეტყველების, პრეზენტაციის უნარებს წარმოაჩენენ. „წარმატების პრეზენტაცია“ მშობლებს ეხმარება სასწავლო პროგრამისა და მეთოდების ეფექტურობაში დარწმუნდნენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა

 ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიზანია:

  • მოზარდის ძირითადი სამეტყველო უნარების (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) განვითარება;
  • წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის გამომუშავება;
  • საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარის განვითარება;
  • დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარის ჩამოყალიბება;
  • კითხვის მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბება;
  • ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარის გამომუშავება;
  • ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურის, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესის, გაცნობიერება.
მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრა

მათემატიკის სწავლების მიზანია:

მოამზადოს მოსწავლეები ხვალინდელი დღისთვის, რათა  შეძლებონ სწრაფად შეეგუონ, აღიქვან, გამოიკვლიონ და აითვისონ სწრაფადცვალებადი ტექნოლოგიები და მათი გამოყენების უნარები. 

  • მოსწავლის აზროვნების უნარის განვითარება;
  • შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის ჩამოყალიბება;
  • მათემატიკის, როგორც მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება;
  • ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.
უცხო ენისა და ლიტერატურის კათედრა

კათედრის მიზანია მოსწავლეს სხვადასხვა კომპეტენციის გაღრმავების გზით ენების ეფექტურად სწავლის უნარი განვუვუვითაროთ: 

  • სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
  • სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
  • ზენობრივ-კულტურული მრავალფეროვნებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება;
  • განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;
  • კომუნიკაციის, ანალიზის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და სხვა აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ მსოფლიო საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებაში.
ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა

ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას,  შემოქმედობითობასა და კვლევის უნარს.

კათედრის მიზანია

  • დაეხმაროს მოსწავლეს აღიქვას სამყარო მთლიანობაში და განსაზღვროს საქართველოს ადგილი მსოფლიო პროცესებში;
  • ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას;
  • დაეხმაროს მოსწავლეს კულტურული, ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლების  კათედრის მიზნებია: 

  • მოსწავლესგააცნოს ცოცხალი სამყარო, იქ მიმდინარე ურთულესი ბიოლოგიური პროცესები.
  • აგრძნობინოს საკუთარი  პასუხისმგებლობა ცოცხალი სამყაროს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში.
  • ჩამოუყალიბოს მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს გაითავისოს ცოცხალი ბუნება,  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, რათა მისი გადარჩენისათვის აქტიურად იბრძოლოს.
სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა

კათერის მიზანის მოსწავლის შემოქმედებით საქმიანობაში ჩაბმა და ამ გზით მისთვის ესთეტიკური განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება:

  • ხელოვნების ნიმუშების აღქმის უნარის ჩამოყალიბება და ამ ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი
  • ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლა და  მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარება, სამყაროს ერთიანობის განცდის ჩამოყალიბება
  • გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარ-ჩვევების გამომუშავება
  • შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება და შრომის  უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება.