ბაღის მისია
მწვანე ბაღის მისიაა პოზიტიური ქცევის განმტკიცების გზით, ხელი შეუწყოს ბავშვის სოციალურ-ემოციური, კოგნიტური უნარების განვითარებას და მის დამოუკიდებელ, ჯანსაღ, ჰუმანური ღირებულებების მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას, რომელიც სოციუმში წარმატებით შეძლებს თავის დამკვიდრებას.
ხედვა
- უნარების გასავითარებლად ბავშვს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს მრავალფეროვან აქტივობებში, რათა შეძლოს სხვადასხვა ბუნებრივი რესურსისა თუ განმავითარებელი ხელსაწყოს/სათამაშოს გამოყენება.
- ბაღის პრიორიტეტია, დამტკიცებული კურიკულუმის ფარგლებში, მრავალფეროვანი, შემოქმედებითი აქტივობების განხორციელება. ექსტრაკურიკულუმის დახმარებით კი სხვადასხვა პროექტის, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიების დაგეგმვა.
- ბავშვის მოტივაციისა და თავდაჯერულობისთვის, მნიშვნელოვანია, ბაღის ყოველდღიურობაში მშობლების როლისა და ჩართულობის ხელშეწყობა.
- ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე მრავალფეროვანი სტრატეგიების დაგეგმვა, სასწავლო პროგრამის გადახალისება და თანამშრომლების გადამზადება/
სპეციალიზაცია.
ღირებულებები
- ბავშვებისთვის უსაფრთხო, თავისუფალი და კომფორტული გარემოს შექმნა.
- მწვანე ბაღის თითოეული წევრის მუშაობის პრინციპი ემყარება გუნდურობას, კეთილსინდისიერებასა და ინფორმაციის გაზიარებას, ხოლო თითოეული გადაწყვეტილება და ქმედება ორიენტირებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე.
- ბავშვი უნდა იყოს დაცული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად; მისი უსაფრთხოებისა და საუკეთესო ინტერესის დაცვა უნდა შეძლონ, როგორც უშუალოდ მასთან
მომუშავე ადამიანებმა, ასევე ბაღის გარემოში მყოფმა პირებმა (მშობლები, მოსწავლეები, ჯგუფელები, ადმინისტრაციის თანამშრომლები). - ბაღის გარემოში თითოეული ბავშვი პროცესის თანაბარუფლებიანი მონაწილეა. მას აქვს საკუთარი აზრები, სურვილები და ინტერესი, რომელიც აუცილებლად უნდა
იყოს გათვალისწინებული და დაფასებული.
საგანმანათლებლო პროცესი
მწვანე ბაღის კამპუსებში დანერგილია ორი პროგრამა:
- სკოლამდელი აღზრდა და განათლება (3 წლიდან – 5 წლამდე)
- სასკოლო მზაობის პროგრამა (5 წლიდან – სკოლაში შესვლამდე).
აღნიშულ პროგრამებზე საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება წინასწარ შერჩეული კურიკულუმებით. გარდა ძირითადი პროგრამისა, სასკოლო მზაობის ჯგუფში დანერგილია ექსტრაკურიკულუმ-აქტივობები, რომელიც ეყრდობა საერთაშორისო ბრიტანულ კურიკულუმს – IPC.
დამატებითი კლუბები:
კურიკულუმებით განსაზღვრული მრავალფეროვანი თამაშების, აქტივობებისა და პროექტების გარდა, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ კლუბურ
აქტივობებში, რომელსაც ყოველკვირეულად მუსიკის, ცეკვისა და ჩოგბურთის მასწავლებლები ჩაატარებენ.
3-5 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი:
- მუსიკა – ორფის მეთოდით
- ცეკვა
5-6 წინასასკოლო მზაობის ჯგუფი:
- ჩოგბურთი – “ჩოგბუშტი” (ასაკზე მორგებული პროგრამა)
- მუსიკა – ორფის მეთოდით
- ცეკვა
ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, დამატებითი მასტერკლასები და ვორქშოფები კერამიკასა და კულინარიაში.
ფილიალები
ჩვენი ბაღის ფილიალები მდებარეობს თბილისის შემდეგ უბნებში:
- დიღმის მასივი
- ნაძალადევი
- დიდი დიღომი
- საბურთალო