ფილოსოფია – ყველა ბავშვი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვების ინდივიდუალურობის გათვალისწინებით შექმნილ უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში, ცნობისმოყვარეობისა და კვლევა-ძიების პროცესის წახალისებით, ისინი ვითარდებიან და იღებენ პოზიტიურ გამოცდილებას.
მწვანე ბაღის მისიაა პოზიტიური ქცევის განმტკიცების გზით, ხელი შეუწყოს ბავშვს გახდეს დამოუკიდებელი, ადაპტური, ჯანსაღი ჰუმანური ღირებულების, კოგნიტური და სოციალურ-ემოციური უნარების მქონე ინდივიდი, რომელიც სოციუმში წარმატებით შეძლებს თავის დამკვიდრებას.
მიზანი და ამოცანები
მწვანე ბაღის მიზნები:
- ბავშვს დაკმაყოფილებული უნდა ჰქონდეს ბაზისური საჭიროებები.
- ბავშვი უნდა იყოს „„დაცული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად; მისი უსაფრთხოებისა და საუკეთესო ინტერესის დაცვა უნდა შეძლონ, როგორც უშუალოდ მასთან მომუშავე ადამიანებმა, ასევე ბაღის გარემოში არსებულმა პირებმა (სხვა მშობლები, მოსწავლეები, თანაჯგუფელები, ადმინისტრაციის თანამშრომლები).
- ბაღის გარემოში, თითოეული ბავშვი უნდა იყოს პროცესის თანაბარუფლებიანი მონაწილე. მას აქვს საკუთარი აზრები, სურვილები და ინტერესი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული და დაფასებული.
- ბავშვს უნარების განსავითარებლად უნდა ჰქონდეს მრავალფეროვან აქტივობებში მონაწილეობის საშუალება და შეეძლოს სხვადასხვა ბუნებრივი რესურსისა თუ განმავითარებელი ხელსაწყოების/სათამაშოების გამოყენება.
- ბავშვის მხარდაჭერის, მოტივაციისა და თავდაჯერებულობისთვის მშობლების როლისა და ჩართულობის გაზრდა ბაღისა და პრესქულის ყოველდღიურობაში.
მწვანე ბაღის ამოცანები
- ბავშვებისთვის უსაფრთხო, თავისუფალი და კომფორტული გარემოს შექმნა.
- მრავალფეროვანი, შემოქმედებითი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელბა.
- სხვადასხვა პროექტის, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიების დაგეგმვა.
- ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე, მრავალფეროვანი სტრატეგიების დაგეგმვა, სასწავლო პროგრამის გადახალისება და თანამშრომლების გადამზადება/სპეციალიზაცია.