ზაფხულის არდადეგები მწვანე სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და შემეცნებითი გამოცდილებით დაიწყო. მათ წარმატებით გაიარეს ვინჩესტერის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამა დიდ ბრიტანეთში, სადაც ესწრებოდნენ ინგლისური ენის ინტენსიურ გაკვეთილებს, მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობასა და კულტურულ ტურებში.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიღრმავეს ინგლისური ენის ცოდნა, იმუშავეს საერთაშორისო ჯგუფებში, დაუმეგობრდნენ თანატოლებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და დაათვალიერეს ინგლისის ღირსშესანიშნაობები.
საზაფხულო სკოლა გამორჩეული გამოცდილება იყო როგორც აკადემიური, ისე პიროვნული განვითარების კუთხით.




