განაცხადის შევსების შემდცოიეგ დაგიკავშირდებათ სკოლის ადმინისტრაცია და მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას. 

📢 მწვანე სკოლა აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლასა და ფრესქულში.

✅ ვიღებთ მოსწავლეებს 5-დან 12 წლამდე.

☀️როგორი გარემო გელით ჩვენთან?

✅მოსწავლეებს ელით  ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული ეზო;
✅ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო;
✅თანამედროვედ აღჭურვილი სამუშაო, სასწავლო სივრცეები;
✅ჰასპის სტანდარტებით სერტიფიცირებული, თანამედროვე სასადილო სივრცე.

საზაფხულო სკოლის პროგრამის დროები: 09:00 – 18:00 

🔖საზაფხულო სკოლაში მოსწავლეებს დახვდებათ შემდეგი მიმართულებები:

📚ლიტერატურა და ხელოვნება – მოსწავლეები გაეცნობიან ასაკობრივად შესაბამის ლიტერატურას, იმსჯელებენ წაკითხულის შესახებ, გაეცნობიან ახალ საბავშვო ავტორებსა და პერსონაჟებს;
🎨არტი და კრაფტი – საკუთარი ხელით სხვადასხვა მასალისაგან შექმნიან ნამუშევრებს, ნივთებს, აქსესუარებს;
🌿Მებაღეობა – ექნებათ ახლო კონტაქტი ბუნებასთან, მცენარეებთან, დააკვირდებიან მათ ზრდას, ისწავლიან დარგვას, მოვლას, შეისწავლიან მათ ირგვლივ არსებულ ბუნებრივ გარემოს;
🔹საკომუნიკაციო ინგლისური ენა – მოსწავლეები ინგლისურ ენაზე წაიკითხავენ მცირე ზომის ტექსტებს, უყურებენ ანიმაციებს. საკომუნიკაციო ინგლისურის წასახალისებლად ექნებათ დისკუსიები წაკითხულისა და ნანახის შესახებ;
🏊 ცურვა – ჩვენს 2 კამპუსში (საბურთალო და დიდი დიღომი) არის საცურაო აუზი, რომლითაც ისარგებლებენ საზაფხულო სკოლისა და ბაღის მოსწავლეები;
🧮 სახალისო მათემატიკა – მხიარული თამაშებითა და საინტერესო ამოცანებით გავავარჯიშებთ ლოგიკურ უნარებს;
🤾‍♂️ სპორტული აქტივობები – ყოველი დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა სპორტული თამაშით ღია სივრცეში;
🧩 სამაგიდო თამაშები; 

🌟 მხიარული გუნდური თამაშები.

✔️საზაფხულო სკოლასა და ბაღში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი


* 1 კვირა
ყველა კატეგორიისთვის
290 ₾

* 30 ივნისი- 1- ლი აგვისტო ( 5 კვირა)
ფრესქული
1190 ₾

* 9 ივნისი – 1- ლი აგვისტო ( 8 კვირა)
I კლასი
1920 ₾

* 9 ივნისი – 4 ივლისი ( 4 კვირა ) ან მომდევნო 4 კვირა
I კლასი
990 ₾

* 23 ივნისი – 1 – ლი აგვისტო ( 6 კვირა)
II-VI კლასები
1440 ₾

რეგისტრაცია: