ბაღის მისია

მწვანე ბაღის მისიაა პოზიტიური ქცევის განმტკიცების გზით, ხელი შეუწყოს ბავშვის სოციალურ-ემოციური, კოგნიტური უნარების განვითარებას და მის დამოუკიდებელ, ჯანსაღ, ჰუმანური ღირებულებების მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას, რომელიც სოციუმში წარმატებით შეძლებს თავის დამკვიდრებას.

 

 

    ხედვა

  • უნარების გასავითარებლად ბავშვს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს მრავალფეროვან აქტივობებში, რათა შეძლოს სხვადასხვა ბუნებრივი რესურსისა თუ განმავითარებელი ხელსაწყოს/სათამაშოს გამოყენება.
  • ბაღის პრიორიტეტია, დამტკიცებული კურიკულუმის ფარგლებში, მრავალფეროვანი, შემოქმედებითი აქტივობების განხორციელება. ექსტრაკურიკულუმის დახმარებით კი სხვადასხვა პროექტის, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიების დაგეგმვა.
  • ბავშვის მოტივაციისა და თავდაჯერულობისთვის, მნიშვნელოვანია, ბაღის ყოველდღიურობაში მშობლების როლისა და ჩართულობის ხელშეწყობა.
  • ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე მრავალფეროვანი სტრატეგიების დაგეგმვა, სასწავლო პროგრამის გადახალისება და თანამშრომლების გადამზადება/
    სპეციალიზაცია.

ღირებულებები

  • ბავშვებისთვის უსაფრთხო, თავისუფალი და კომფორტული გარემოს შექმნა.
  • მწვანე ბაღის თითოეული წევრის მუშაობის პრინციპი ემყარება გუნდურობას, კეთილსინდისიერებასა და ინფორმაციის გაზიარებას, ხოლო თითოეული გადაწყვეტილება და ქმედება ორიენტირებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე.
  • ბავშვი უნდა იყოს დაცული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად; მისი უსაფრთხოებისა და საუკეთესო ინტერესის დაცვა უნდა შეძლონ, როგორც უშუალოდ მასთან
    მომუშავე ადამიანებმა, ასევე ბაღის გარემოში მყოფმა პირებმა (მშობლები, მოსწავლეები, ჯგუფელები, ადმინისტრაციის თანამშრომლები).
  • ბაღის გარემოში თითოეული ბავშვი პროცესის თანაბარუფლებიანი მონაწილეა. მას აქვს საკუთარი აზრები, სურვილები და ინტერესი, რომელიც აუცილებლად უნდა
    იყოს გათვალისწინებული და დაფასებული.

 

 

საგანმანათლებლო პროცესი

მწვანე ბაღის კამპუსებში დანერგილია ორი პროგრამა:

  • სკოლამდელი აღზრდა და განათლება (3 წლიდან – 5 წლამდე)
  • სასკოლო მზაობის პროგრამა (5 წლიდან – სკოლაში შესვლამდე).

აღნიშულ პროგრამებზე საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება წინასწარ შერჩეული კურიკულუმებით. გარდა ძირითადი პროგრამისა, სასკოლო მზაობის ჯგუფში დანერგილია ექსტრაკურიკულუმ-აქტივობები, რომელიც ეყრდობა საერთაშორისო ბრიტანულ კურიკულუმს – IPC.

დამატებითი კლუბები:

კურიკულუმებით განსაზღვრული მრავალფეროვანი თამაშების, აქტივობებისა და პროექტების გარდა, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ კლუბურ
აქტივობებში, რომელსაც ყოველკვირეულად მუსიკის, ცეკვისა და ჩოგბურთის მასწავლებლები ჩაატარებენ.

 

3-5 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი:

  • მუსიკა – ორფის მეთოდით
  • ცეკვა

5-6 წინასასკოლო მზაობის ჯგუფი:

  • ჩოგბურთი – “ჩოგბუშტი” (ასაკზე მორგებული პროგრამა)
  • მუსიკა – ორფის მეთოდით
  • ცეკვა

ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, დამატებითი მასტერკლასები და ვორქშოფები კერამიკასა და კულინარიაში.

 

ფილიალები

ჩვენი ბაღის ფილიალები მდებარეობს თბილისის შემდეგ უბნებში:

  • დიღმის მასივი 
  • ნაძალადევი
  • დიდი დიღომი
  • საბურთალო