მწვანე სკოლის დიდი დიღმის კამპუსი მდებარეობს ბუნებრივად გამწვანებულ ადგილას, აქვს დიდი, კეთილმოწყობილი ეზო, რაც ქმნის ჯანსაღ და უნიკალურ გარემოს. ეზოში მოწყობილი ღია საკლასო ოთახები კი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში.
მწვანე სკოლაში, მასწავლებლების კომპეტენტური და გამოცდილი გუნდის ჩართულობით, მოსწავლეებს უვითარდებათ მნიშვნელოვანი უნარები, იძენენ ღირებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას, ჯანსაღ გარემოში გადიან სოციალიზაციის აუცილებელ ეტაპებს, უვითარდებათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ხდებიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე და გახანგრძლივებული დღის რეჟიმის გათვალისწინებით, სრულდება – 18:00-ზე. ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეებს აქვთ ორჯერადი ჯანსაღი კვება – სადილი და სამხარი.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა, მოსწავლეები I კლასიდან სწავლობენ:
პროგრამირებას (რობოტიკა, კოდირება, ციფრული წიგნიერება);
მეტყველების კულტურას;
ჭადრაკს;
ესწრებიან ფსიქოლოგის საათს.
II კლასიდან მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მათემატიკური ლოგიკის, მხატვრული ლიტერატურის ან გერმანული ენის კლუბი, რომელშიც კვირაში ორჯერ, ერთი აკადემიური საათით იქნება ჩართული.
მრავალფეროვან და თანამედროვე სასწავლო კურიკულუმებთან ერთად, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლის სწორი და ჯანსაღი ფიზიკური განვითარება, ამიტომაც სასწავლო პროცესი დატვირთულია მრავალმხრივი სპორტული აქტივობებით:
ცურვა;
ჩოგბურთი;
კალათბურთი;
ფეხბურთი;
ტანვარჯიში/ცეკვა
ჩვენი სკოლა დაწყებითი საფეხურიდანვე ეფუძნება ბრიტანულ საგანმანათლებლო პროექტებზე ორიენტირებულ სწავლებას. თითოეულ სასწავლო სემესტრში, ბავშვები ამზადებენ შემეცნებით პროექტებს. შემდეგ კი საკუთარი კვლევა-ძიებისა და შრომის შედეგებს მშობლებისთვის მოწყობილ გამოფენაზე წარადგენენ.
IV კლასიდან მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ: აირჩიონ მეორე ენა: გერმანული, ფრანგული, ჩინური და რუსული ენებიდან, მათთვის სასურველი, რომელსაც სწავლობენ XII კლასის ჩათვლით, კვირაში 4 საათიანი დატვირთვით.
ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში გახდნენ კამპუსის ბაზაზე არსებული სპორტული, სახელოვნებო თუ სხვადასხვა დამატებითი თემატური კლუბების აქტიური წევრები. სკოლაში ამჟამად ფუნქციონირებს:
სამოქალაქო განათლების კლუბი;
ჟურნალისტიკის კლუბი;
ლიტერატურული სალონი;
დრამის კლასი;
რობოტიკის კლუბი;
ჭადრაკის კლუბი.
ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სწავლის პროცესში თანამედროვე რესურსების გამოყენება. შესაბამისად, ჩვენი საკლასო ოთახები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. სკოლა აღჭურვილია:
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახებით;
მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორიებით;
დახურული საცურაო აუზით;
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკით;
შიდა და გარე სპორტული მოედნებით;
ჰასპის სტანდარტებით სერტიფიცირებული, თანამედროვე სასადილო სივრცით.