მწვანე სკოლის დიღმის მასივის კამპუსი 2011 წლიდან ფუნქციონირებს და მწვანე სკოლების ბრენდის პირველი კამპუსია.

სკოლაში სასწავლო პროცესი ხორციელდება მაღალი კომპეტენციის მქონე კრეატიული და გამოცდილი მასწავლებლების გუნდის ჩართულობით. სასწავლო კურიკულუმი ითვალისწინებს ცოდნის გადაცემის გააზრებული და საფუძვლიანი პროცესის წარმართვას, რაც ხელს უწყობს მოაზროვნე, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას. მოსწავლეები იძენენ ღირებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას, ჯანსაღ გარემოში გადიან სოციალიზაციის აუცილებელ ეტაპებს, უვითარდებათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ხდებიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

 

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე და გახანგრძლივებული დღის რეჟიმის გათვალისწინებით, სრულდება – 18:00-ზე.

საგნობრივი სწავლების გარდა, სასწავლო კურიკულუმის ნაწილია:

  • ჩოგბურთი;
  • ცეკვა;
  • ჭადრაკი.

სკოლის საფასური მოიცავს როგორც გახანგრძლივებული დღის რეჟიმს, ასევე პროცესში დაგეგმილ დამატებით აქტივობებსა და ორჯერად კვებას I-IV კლასებში (სადილი და სამხარი) და V-VI კლასებში ერთჯერად კვებას (სადილი).

 

სკოლა დაწყებითი საფეხურიდანვე ეფუძნება საგანმანათლებლო პროექტებზე ორიენტირებულ სწავლებას. სასწავლო სემესტრში ბავშვები ამზადებენ შემოქმედებით პროექტებს, შემდეგ კი საკუთარი კვლევა-ძიებისა და შრომის შედეგებს წარადგენენ მშობლებისთვის მოწყობილ გამოფენებზე.

ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში გახდნენ კამპუსის ბაზაზე არსებული სპორტული, სახელოვნებო თუ სხვადასხვა დამატებითი თემატური კლუბების აქტიური წევრები. სკოლის მიზანია ინოვაციების ხელშეწყობა ადგილობრივ კონტექსტის გათვალისწინებით.  2019 წლიდან სკოლას აქვს TEDx-ის ლიცენზია და მოსწავლეებს სკოლის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ კონფერენციაზე ეძლევათ შესაძლებლობა  წარმოადგინონ საკუთარი გამოსვლები, გააჟღერონ განსხვავებული ინოვაციური ხედვები. 

 

სკოლაში ამჟამად ფუნქციონირებს: 

  • დებატების კლუბი;
  • სამოქალაქო განათლების კლუბი;
  • რობოტიკის კლუბი;
  • Teen programmers კლუბი;
  • არტკლუბი;
  • თანამედროვე ცეკვების კლუბი;
  • ქართული ცეკვის კლუბი;
  • ჩოგბურთის ჩოგბურთის კლუბი;
  • მაგიდის ჩოგბურთის კლუბი;
  • ჭადრაკის კლუბი

 

ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სწავლის პროცესში თანამედროვე რესურსების გამოყენება. შესაბამისად,  ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილია ე. წ. ჭკვიანი დაფებით და სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. სკოლას გააჩნია:

  • ღია და დახურული სპორტული მოედნები;
  • სააქტო დარბაზი;
  • მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა;
  • საბუნებისმეტყველო ლაბორატორია;
  • კომპიუტერული კლასი.

სკოლაში უზრუნველყოფილია უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემო. სკოლას აქვს გამწვანებული დიდი ეზო, რაც უნიკალური შესაძლებლობაა გამორჩეული სასწავლო პროცესის დასაგეგმად. ჩვენს ულამაზეს მწვანე ეზოში მოწყობილია არაერთი სათამაშო და შემეცნებითი სკვერი, ღია საკლასო ოთახები და დასასვენებელი სივრცეები. 

მთავარი შენობა

მწვანე ეზო

მწვანე ეზო

დახურული სპორტული მოედანი
დაწყებითი საფეხურის შენობა

ბაღის ეზო

ბაღის და ფრესქულის შენობა

სასადილო

ღია სპორტული მოედანი
ფანჩატური

დიღმის კამპუსი

  • 032 2 520 008
  • info@greenschool.ge
  • დიღმის მასივი , მეექვსე კვარტალი, მიქელაძის 3ა