Be Employable begins with connections & culture!

ერასმუს პლუსის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მწვანე სკოლის მოსწავლეები გაემზავრნენ შვედეთში, კოპარბერგში 1 კვირით, სადაც სამ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ გუნდებთან ერთად – შვედეთი, ესპანეთი, ესტონეთი – აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტში – Be Employable

გაცვლითი პროგრამა სრულად დაფინანსებულია “ერასმუს+” -ის მიერ და ის ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ, სოციალურ და პროფესიულ განვითარებას.

პროექტის მთავარი მიზნებია:

-კულტურული გაცვლა

-გუნდური გამოწვევები

-პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება

-არაფორმალური სწავლების ვორქშოფები

-დროის მართვა, ლიდერობა და გუნდის დინამიკა

-შემოქმედებითი და პრაქტიკული სამუშაოები

ეს გამოცდილება არამარტო ამდიდრებს მოსწავლეების საერთაშორისო ხედვას, არამედ ამზადებს მათ მომავალი კარიერისთვის.