სპეციალურად მწვანე სკოლის მოსწავლეებისთვის, ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამა ბრიტანეთში-ვინჩესტერში.
- თარიღი და ლოკაცია: 29 ივნისი – 5 ივლისი
- განკუთვნილია 10-17 წლის მოსწავლეებისთვის
- ფასი: 1650 £ (ფუნტი სტერლინგის) ექვივალენტი ლარში
- ხანგრძლივობა: 1 კვირა
პროგრამა მიზნად ისახავს ენობრივი უნარების გაუმჯობესებას ინგლისურენოვან გარემოში, საერთაშორისო მეგობრების შეძენას, უცხო ქვეყნის კულტრის გაცნობას და პიროვნული უნარების განვითარებას.
პროგრამა მოიცავს:
- ინგლისური ენის ინტენსიურ გაკვეთილებს (15 გაკვეთილი ერთ კვირაში)
- შემეცნებით და სპორტულ აქტივობებს
- სამჯერად კვებას
- განთავსებას ვინჩესტერის კამპუსის სტუდენტურ საცხოვრებელში
- ლონდონის დათვალიერებას
ინგლისური ენის გაკვეთილები არის ჯგუფური და დაყოფილია ენობრივი კომპეტენციების (დონეების) მიხედვით.
პროგრამის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა:
- სარეგისტრაციო განაცხადის შევსება;
- ინგლისური ენის სადიაგნოსტიკო ტესტის დაწერა;
- რეკომენდაცია კლასის დამრიგებლისგან.
უპირატესობად ჩაითვლება ბანაკში ყოფნის გამოცდილება.
დეტალური ინფორმაციისა და ვიზუალური მასალისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=30pLM84ecVY
- იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.
- დამატებითი ინფორმაცია: 555 985890