მწვანე სკოლა 2023 წლიდან საერთაშორისო კურიკულუმების ასოციაციის (ICA) ოფიციალური პარტნიორია.
აღნიშნული კურიკულუმი ეფუძნება პროგრესულ პედაგოგიკას და მოიცავს სასწავლო მასალებს, მიზნებსა და მეთოდებს სწავლების სხვადასხვა საფეხურისათვის:
ცოდნის მიღებასა და უნარების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიდგომები მოსწავლეებს ამზადებს გლობალურად კომპეტენტურ, მაღალი სოციალური თვითშეგნების მქონე, მოტივირებულ, მოაზროვნე ინდივიდებად. აღნიშნული კურიკულუმი ხელმძღვანელობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევებით და ფოკუსირებულია პერსონალურ საერთაშორისო საგნობრივ სწავლებაზე. კურიკულუმი ხელს უწყობს მოსწავლეს ადვილად ადაპტირდეს გარემოსთან, იყოს კომუნიკაბელური, ეთიკური და ემპათიური. ჰქონდეს უნარი მიიღოს ჯანსაღი გადაწყვეტილები და სასიკეთოდ შეცვალოს გარემო, რომელშიც ცხოვრობს.
დიდი იდეების გარშემო შექმნილი პროგრამა საშუალებას იძლევა, რომ სწავლის პროცესი იყოს სასიამოვნო, აღმოჩენებით სავსე, შესაძლებლობების გამოკვეთაზე ორიენტირებული და აკადემიურად წარმატებული.
საერთაშორისო კურიკულუმების ასოციაცია მასწავლებლებს მრავალფეროვანი პროექტების განსახორციელებლად ამოუწურავ მასალას აწვდის: სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელო დოკუმენტაცია, თემატური მასალები და თვალსაჩინოებები, რომელიც სხვადასხვა საგნობრივ სფეროს ერთმანეთთან აკავშირებს.