ისტორია

მწვანე სკოლის პირველი კამპუსი 2011 წელს დიღმის მასივში გაიხსნა. პირველივე წლიდან სკოლაში სწავლება დაიწყო დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე.

2014 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა წინასასკოლო მოსამზადებელი ჯგუფები (ფრესქული), ხოლო 2015 წლიდან გაიხსნა ბაღი.

2019 – 2020 სასწავლო წლიდან დაიგეგმა მზარდი ინფრასტრუქტურული ცვლილებები და ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებული დინამიური პროექტები

2021 წლიდან ჩვენს სკოლას ეტაპობრივად დაემატა ახალი კამპუსები:

  • 2021 წელიმწვანე სკოლა ნაძალადევი;
  • 2022 წელიმწვანე სკოლა დიდი დიღომი;
  • 2023 წელიმწვანე სკოლა საბურთალო.

ჩვენი სკოლის თითოეული კამპუსი გამორჩეულია ეკოლოგიური ინფრასტრუქტურით. თითოეული მათგანი მდებარეობს ბუნებრივად გამწვანებულ ტერიტორიაზე, რაც ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვებმა განათლება მიიღონ ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ სასკოლო გარემოში. კამპუსების ეზოებში განთავსებულია სკვერები, ღია სასწავლო და სათამაშო სივრცეებიფანჩატურები.

ჩვენი ოთხივე სკოლის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია:

  • ღია სტადიონი და დახურული სპორტული მოედანი;
  • სააქტო დარბაზი;
  • ბიბლიოთეკა;
  • ლაბორატორია;
  • კომპიუტერული კლასი.

საკლასო ოთახები კი სრულად აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავეჯითა და უახლესი სასწავლო რესურსებით, მათ შორისსმარტ დაფებით“. 

მისია და ხედვა 

ჩვენ, ჯანსაღ სასკოლო გარემოში, ხარისხიანი განათლების მიწოდების გზით ვზრდით დემოკრატიულ, ჰუმანურ, ცოდნაზე ორიენტირებულ, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალურად მოაზროვნე თაობებს.

მიზანი

ჩვენი მიზანია, რომ განათლების მიღების პროცესი იყოს ლაღი, თავისუფალი, შემეცნებისა და კვლევაძიების ინტერესის გაღვივებაზე დაფუძვნებული. ჩვენი მთავარი ამონაცაა, ბავშვებმა თავი იგრძნონ სასკოლო საზოგადოების ბედნიერ და სრულფასოვან წევრებად.

ღირებულებები

ჩვენ გვჯერა, რომ სასკოლო საზოგადოებას ერთად ქმნიან სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები და კურსდამთავრებულები. სწორედ ამ მიზნით, სასკოლო ცხოვრების ყველა საფეხურზე გათვალისწინებულია მათი ინტერესები და მოსაზრებები

ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდის თითოეული წევრი იზიარებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა: თანასწორობა, სამართლიანობა, საქმის სიყვარული და ერთგულება, პატიოსნება და კეთილსინდისიერება, სხვისი აზრისა და შრომის პატივისცემა, მიუკერძოებლობა