ცნობილ ბრიტანულ კვლევით კომპანია Qualtrics-სა და მწვანე სკოლას შორის პარტნიორული თანამშრომლობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მწვანე სკოლების ქსელში მრავალასპექტიანი კვლევების ჩატარების პრაქტიკა ინერგება.

კვლევები მიზნად მწვანე სკოლისა და ბაღის ფუნქციონირების ყველა მიმართულებისა და ასპექტის გაუმჯობესებას ისახავს.

კვლევები ანონიმურობის პრინციპისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის სრული დაცვით ტარდება.

მწვანე სკოლისთვის უმნიშნელოვანესია მოსწავლეებისა და მშობლების აზრის, დამოკიდებულებისა თუ სურვილების გათვალისწინება და სასკოლო ცხოვრების გასაუმჯობესებლად გამოყენება.

სკოლა მზადაა და მოწოდებულია მუდმივი განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის. თითოეული კამპუსის ადმინისტრაცია ცდილობს შექმნას საუკეთესო აკადემიური სივრცე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან კვლევებში  ჩართულობა ფასდაუდებელია, რაც სკოლას საშუალებას აძლევს, გააუმჯობესოს სასკოლო გარემო და სრულყოს აკადემიური პროცესი.