მწვანე სკოლაში მათემატიკის ოლიმპიადა წარმატებით ჩატარდა!
ჩვენი მოსწავლეები საინტერესო და შემეცნებით მათემატიკურ შეჯიბრებაში ჩაერთნენ, სადაც საკუთარი ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარები წარმოაჩინეს.
ოლიმპიადის გამარჯვებულები და გამორჩეული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. სასიამოვნოა, რომ ამ საქმეში ჩვენი მეგობარი თიბისი ბანკიც შემოგვიერთდა და გამარჯვებულებისთვის განსაკუთრებული საჩუქრები დააწესა.
ვულოცავთ ყველა მონაწილეს მიღწეულ შედეგებს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ გამოწვევებში! ![]()
![]()




