მწვანე სკოლის უცხოური ენების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც 1-12 კლასების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
მათ შექმნეს და გამოფინეს პოსტერები, ბუკლეტები, ნახატები და მისალოცი ბარათები. გამოფენა გადაიქცა ინტერაქციულ სასწავლო სივრცედ, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებდნენ ინფორმაციას ამერიკის კულტურის, ისტორიისა და ღირშესანიშნაობების შესახებ.
დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ასეთი საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისთვის.




