მწვანე სკოლის ოთხივე კამპუსის მასწავლებლების ჩართულობით კონფერენცია გაიმართა თემაზე: “თავისუფლად მკითხველების” პროექტი და ლიტერატურის გამოყენებით სწავლება.
პროექტი უკვე წარმატებულია, რადგან ხელი შეუწყო მოსწავლეთა შორის წიგნიერების უნარების გაუმჯობესებას. კონფერენციაზე კი მასწავლებლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, შედეგების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.
საერთო ღონისძიებები მიზნად ისახავს მწვანე სკოლის სხვადასხვა კამპუსის მასწავლებლების ხელშეწყობას, რათა ერთმანეთს წარმატებული გამოცდილება გაუზიარონ, რაც პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება




