მწვანე სკოლის ტყის კამპუსში შთამბეჭდავი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სადაც სხვადასხვა კამპუსის მოსწავლეებმა საინტერესო და აქტუალური კვლევები წარმოადგინეს:

🧪 ქიმია და მდგრადი განვითარება

🧬 გენეტიკა და მემკვიდრეობითობა

⚙️ ნიუტონის კანონები ყოველდღიურ ცხოვრებაში

🌍 გრავიტაცია

🧫 მძიმე მეტალები ჩვენს გარშემო

🧠 ადამიანის ნერვული სისტემა და რეაქციები

🌬️ სასუნთქი სისტემა და ჰაერის მნიშვნელობა

⚗️ მჟავები, ტუტეები და მედიკამენტების ქიმია

🌿🔬მოსწავლეებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა გააზიარეს, არამედ საკუთარი კვლევებით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მეცნიერება ცოცხალი და საინტერესო პროცესია ✨

🌿🔬კონფერენციის პარალელურად გაიმართა სამეცნიერო პიკნიკი, რომელმაც გარემო კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა:

🌋 „ვულკანის ამოფრქვევა“

🍦 ნაყინი თხევადი აზოტით

🌫️ ნისლის შოუ და „დრაკონის სუნთქვა“

🧪 შუქნიშნის რეაქცია და უხილავი მელანი

🔥 ცეცხლი, რომელიც არ წვავს

🧬 დნმ-ის გამოყოფა ხილიდან

⚗️ „სპილოს ხორთუმი“ და სხვა სანახაობრივი ექსპერიმენტები

ეს დღე მეცნიერების, აღმოჩენებისა და ინსპირაციის ზეიმი იყო, სადაც თითოეულმა მონაწილემ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მომავლისკენ 🚀

მადლობა ჩვენს მასწავლებლებსა და მოტივირებულ მოსწავლეებს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ცოდნისა და კვლევის კულტურას 💚