მწვანე სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ესტუმრნენ National Erasmus+ Office in Georgia -ისა და Erasmus Student Network Tbilisi – ESN Tbilisi -ის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების, გაცვლითი პროექტებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც მათ მომავალში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სწავლისა და განვითარების გზას უხსნის.
სტუმრებმა მოსწავლეებს ასევე გაუზიარეს რეალური გამოცდილებები, სტუდენტური ცხოვრების მაგალითები და პრაქტიკული რჩევები, როგორ მოემზადონ საერთაშორისო გარემოსთვის, როგორ გამოიყენონ შესაძლებლობები სწორად და როგორ გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები გლობალურ სივრცეში.
მსგავსი შეხვედრები ჩვენი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამ გზით ისინი უკეთ აცნობიერებენ საკუთარ ინტერესებს, ხედავენ მომავალის მრავალფეროვან გზებს და ეძლევათ მოტივაცია, თამამად გადადგან ნაბიჯები საერთაშორისო განათლებისკენ.




