ჩვენი ოთხივე კამპუსის მოსწავლეებისთვის უკვე მეორედ ტარდება შიდა ოლიმპიადა მათემატიკაში. 

პროექტის მიზანია მოსწავლეების აკადემიური უნარ-ჩვევების და ცოდნის გამოვლინების წახალისება, სწავლის მოტივაციის გაზრდა და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა. 

ოლიმპიადა ტარდება მხოლოდ მწვანე სკოლის VI-X კლასის მოსწავლეებისთვის, რაც ასევე ხელს შეუწყობს სკოლის სოციუმის გაძლიერებასა და ურთიერთობების გაღრმავებას. 

ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად (30 ნოემბერს და 14 დეკემბერს). საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები მიიღებენ სერტიფიკატებსა და სიმბოლურ სამახსოვრო საჩუქრებს. 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: რეგისტრაცია