მწვანე სკოლამ უკვე მეოთხედ უმასპინძლა საერთაშორისო ფორმატით გამართულ TEDxYouth ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი ოთხივე კამპუსის მოსწავლეებმა.

ღონისძიება ჩატარდა ინგლისურ ენაზე. მთავარი თემა კი “Every Drop Counts” იყო, რომლის შესახებაც სპიკერებმა საინტერესოდ ისაუბრეს – აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, ხედვები და ინიციატივები. მოსწავლეების ინსპირაციულმა გამოსვლებმა მსმენელი არაერთ მნიშვნელოვან იდეაზე დააფიქრა.

პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობისთვის თავისუფალი აზრის გამოხატვის, საჯარო გამოსვლისა და ლიდერული უნარების განვითარების ხელშეწყობა. TEDxYouth უკვე ტრადიციად და საუკეთესო გამოცდილებად იქცა ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის.

ჩვენი სკიპერების გამოსვლები TEDx-ის ოფიციალურ “იუთუბ” არხზე უკვე განთავსდა. სრული სახით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://www.youtube.com/@TEDx/search