მწვანე სკოლის მოსწავლეები ჩეხეთის საელჩოს ესტუმრნენ. მათ ელჩმა, ბატონმა პეტრ კუბერნატმა და კონსულმა, ქალბატონმა ანი შაგინიანოვამ უმასპინძლეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მოსწავლეები, რომლებიც დიპლომატიითა და საერთაშორისო ურთიერთობებით არიან დაინტერესებულნი. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა  უშუალოდ დიპლომატებისთვის მიემართათ კითხვებით.

საუბრისას განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა საელჩოს ფუნქციონირება, საქართველოსა და ჩეხეთის კულტურული კავშირები, საზღვარგარეთ დიპლომატიური საქმიანობის სირთულეები და კარიერული განვითარების პერსპექტივები დიპლომატიაში, მათ შორის ევროპულ დონეზე.

შეხვედრა ძალიან მეგობრულ და ღია ატმოსფეროში წარიმართა. ელჩმა და კონსულმა გულწრფელად გაუზიარეს მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება და რჩევები.

ჩეხეთის საელჩოში ვიზიტი გაიმართა „მწვანე სკოლის“ აკადემიური და კარიერული  კონსულტირების ცენტრის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთათვის სხვადასხვა პროფესიის გაცნობასა და სტაჟირების შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ ინიციატივის ნაწილია მსგავსი შეხვედრები, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, პროფესიული არჩევანი გაცნობიერებულად და სწორად დაგეგმონ.