მწვანე სკოლა აგრძელებს საერთაშორისო პროგრამების განვითარებას და მოსწავლეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ზაფხული გაატარონ ევროპულ საზაფხულო სკოლებში — საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.
პროგრამების მიზანია უცხო ენების ინტენსიური სწავლა, კულტურული გამოცდილების მიღება და მოსწავლეთა დამოუკიდებლობის, კომუნიკაციისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
2026 წლის ზაფხულისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ პროგრამებზე:
საფრანგეთი – Bayonne
ბაიონის საზაფხულო სკოლა აერთიანებს ფრანგული ენის ინტენსიურ კურსებს (20 გაკვეთილი კვირაში), მრავალფეროვან კულტურულ და სპორტულ აქტივობებსა და ექსკურსიებს.
გერმანია – Ebernburg
გერმანიის პროგრამა ტარდება ისტორიულ ციხესიმაგრეში, Ebernburg-ში. მოსწავლეები ესწრებიან გერმანული ენის ინტენსიურ კურსს (20 საათი კვირაში), მონაწილეობენ სპორტულ, შემოქმედებით და თემატურ აქტივობებში. ეცნობიან ადგილობრივ კულტურას და ღირსშესანიშნაობებს.
დიდი ბრიტანეთი – Winchester
ვინჩესტერის საზაფხულო სკოლა მოიცავს ინგლისური ენის გაკვეთილებს (20 საათი კვირაში), სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებსა და ექსკურსიებს. მოსწავლეები ცხოვრობენ ვინჩესტერის უნივერსიტეტის კამპუსის საერთაშორისო გარემოში.
📅 პროგრამების ხანგრძლივობა: 2 კვირა (ვინჩესტერის შემთხვევაში შესაძლებელია ერთკვირიანი პროგრამის არჩევაც).
📍 პერიოდი: ივლისი
📆 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 14 ნოემბერი.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ყოველწლიურად ჰქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროექტებში და განივითარონ ცოდნა რეალურ გარემოში.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შესაბამის ბმულებს:
საფრანგეთი – https://forms.gle/mh4MR32ULBEDZ2RG7
გერმანია – https://forms.gle/ych8dnyu1Gm4KoFT7
დიდი ბრიტანეთი – https://forms.gle/BLQnGdeQxoScrviL6




