✨ მწვანე სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ესტუმრნენ National Erasmus+ Office in Georgia -ისა და Erasmus Student Network Tbilisi – ESN Tbilisi -ის წარმომადგენლები.

🌍 შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების, გაცვლითი პროექტებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც მათ მომავალში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სწავლისა და განვითარების გზას უხსნის.

💚სტუმრებმა მოსწავლეებს ასევე გაუზიარეს რეალური გამოცდილებები, სტუდენტური ცხოვრების მაგალითები და პრაქტიკული რჩევები, როგორ მოემზადონ საერთაშორისო გარემოსთვის, როგორ გამოიყენონ შესაძლებლობები სწორად და როგორ გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები გლობალურ სივრცეში.

💡 მსგავსი შეხვედრები ჩვენი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამ გზით ისინი უკეთ აცნობიერებენ საკუთარ ინტერესებს, ხედავენ მომავალის მრავალფეროვან გზებს და ეძლევათ მოტივაცია, თამამად გადადგან ნაბიჯები საერთაშორისო განათლებისკენ.