მწვანე სკოლის უცხოური ენების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც 1-12 კლასების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

✨მათ შექმნეს და გამოფინეს პოსტერები, ბუკლეტები, ნახატები და მისალოცი ბარათები. გამოფენა გადაიქცა ინტერაქციულ სასწავლო სივრცედ, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებდნენ ინფორმაციას ამერიკის კულტურის, ისტორიისა და ღირშესანიშნაობების შესახებ.

❤️დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ასეთი საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისთვის.