🌍✨ გაეროს მოდელირებით საზოგადოებრივი პროექტები წარმატებით დავასრულეთ!

მწვანე სკოლის ოთხივე კამპუსის მოსწავლეები ერთ სივრცეში გაერთიანდნენ და გაეროს მოდელირების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის დელეგატების როლი მოირგეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 80-მდე მოსწავლემ, რომლებმაც აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელეს, გამართეს დებატები, აწარმოეს მოლაპარაკებები და იმუშავეს საერთო გადაწყვეტილებების შემუშავებაზე.

წელს მუშაობდა 5 კომიტეტი, სადაც მოსწავლეებმა გამოავლინეს ანალიტიკური აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობის, თანამშრომლობისა და ლიდერობის უნარები.

ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები სამ ნომინაციაში:

🏆 საუკეთესო დელეგატი (Best Delegate)

🏅 ღირსეული შექება (Honorable Mention)

📜 საუკეთესო პოზიციის განაცხადი (Best Position Paper)

გაეროს მოდელირება საზოგადოებრივი პროექტების შემაჯამებელი აქტივობა იყო.

ვულოცავთ ყველა მონაწილესა და გამარჯვებულს! 💚 განსაკუთრებული მადლობა მოსწავლეებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქეობა, თანამშრომლობა და პასუხისმგებლიანი ლიდერობა თანამედროვე სამყაროში.