მწვანე სკოლის ტყის კამპუსში შთამბეჭდავი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სადაც სხვადასხვა კამპუსის მოსწავლეებმა საინტერესო და აქტუალური კვლევები წარმოადგინეს:
ქიმია და მდგრადი განვითარება
გენეტიკა და მემკვიდრეობითობა
ნიუტონის კანონები ყოველდღიურ ცხოვრებაში
გრავიტაცია
მძიმე მეტალები ჩვენს გარშემო
ადამიანის ნერვული სისტემა და რეაქციები
სასუნთქი სისტემა და ჰაერის მნიშვნელობა
მჟავები, ტუტეები და მედიკამენტების ქიმია
![]()
მოსწავლეებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა გააზიარეს, არამედ საკუთარი კვლევებით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მეცნიერება ცოცხალი და საინტერესო პროცესია ![]()
![]()
კონფერენციის პარალელურად გაიმართა სამეცნიერო პიკნიკი, რომელმაც გარემო კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა:
„ვულკანის ამოფრქვევა“
ნაყინი თხევადი აზოტით
ნისლის შოუ და „დრაკონის სუნთქვა“
შუქნიშნის რეაქცია და უხილავი მელანი
ცეცხლი, რომელიც არ წვავს
დნმ-ის გამოყოფა ხილიდან
„სპილოს ხორთუმი“ და სხვა სანახაობრივი ექსპერიმენტები
ეს დღე მეცნიერების, აღმოჩენებისა და ინსპირაციის ზეიმი იყო, სადაც თითოეულმა მონაწილემ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მომავლისკენ ![]()
მადლობა ჩვენს მასწავლებლებსა და მოტივირებულ მოსწავლეებს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ცოდნისა და კვლევის კულტურას ![]()




