შპს „თბილისის მწვანე სკოლა“დაარსდა 2011 წელს. პირველივე წლიდან სკოლაში სწავლება დაიწყო ყველა საფეხურზე: დაწყებითი, საბაზო და საშუალო.

2014 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა წინასასკოლო მოსამზადებელი ჯგუფები, ხოლო 2015 წლიდან გაიხსნა ბაღი, სადაც აღსაზრდელები მიიღებოდნენ 3 წლის ასაკიდან.

2019 – 2020 სასწავლო წლის დასაწყისში მწვანე სკოლასა და საინვესტიციო კომპანია – „საქართველოს კაპიტალთან“გაფორმდა პარტნიორული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა მზარდი ინფრასტრუქტურული ცვლილებები და ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებული დინამიური პროექტები.

 სკოლა, მიუხედავად ცენტრალური ლოკაციისა, პოზიციონირდება გამორჩეული ეკოლოგიური ინფრასტრუქტურით. მწვანე სკოლა განთავსებულია 15000 მ2  ბუნებრივად გამწვანებულ ტერიტორიზე, რაც ხელს უწყობს ბავშვებმა განათლება და სხვა საგანმანათლებლო სერვისები მიიღონ სუფთა, ჯანსაღ სასკოლო გარემოში. სკოლის ეზოში განთავსებულია სკვერები, ღია სასწავლო და სათამაშო სივრცეები – ფანჩატურები.

მწვანე სკოლაში მოწყობილია:

  • ღია სტადიონი და დახურული სპორტული მოედანი;
  • სააქტო დარბაზი;
  • ბიბლიოთეკა;
  • ლაბორატორია;
  • კომპიუტერული კლასი. 

2021 წლის სექტემრიდან „მწვანე სკოლას“  ნაძალადევის რაიონში ახალი კამპუსი ემატება.

 ახალი სკოლის ტერიტორია ხუთ ჰექტარ ტყე-პარკს მოიცავს და ამართლებს სკოლის მწვანე კონცეფციას.

ნაძალადევის კამპუსში მოსწავლეებს თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლო გარემო, შიდა და გარე სასწავლო სივრცეები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა და მაღალტექნოლოგიური სასკოლო რესურსები ელით.