🎓 როგორც უკვე გაცნობეთ, მწვანე სკოლა ორშაბათიდან გადადის დისტანციური სწავლების რეჟიმში. სასწავლო პლატფორმებმა სატესტო ჯგუფებში უკვე გაიარეს შიდა მონიტორინგი. გარდა ამისა, თანამშრომლებმა მიიღეს კონსულტაციები ონლაინ აპლიკაციების საგანმანათლებლო საჭიროებებისთვის პრაქტიკულად გამოყენების მიზნით.

🎓 მწვანე სკოლა დისტანციურ სწავლებას განახორციელებს ორი მიმართულებით:
✅ ელექტრონული ჟურნალი Edupage – დავალებების გაგზავნა, მიღება, შესწორება, მოსწავლეების დასწრება ონლაინ გაკვეთილებზე;
✅ აპლიკაცია Zoom ( ვიდეოგაკვეთილები) – ლაივ რეჟიმში მოსწავლეების დასწრებით ინტერაქციული გაკვეთილების ჩატარება, დოკუმენტების ონლაინ გაზიარება და ა.შ.

თანმიმდევრული ონლაინ სასწავლო პროცესისთვის თითოეული მასწავლებლისა და კლასისთვის დღეს განისაზღვრა კონკრეტული გეგმა, სიხშირე და ხანგრძლივობა.

ორშაბათიდან უახლოესი ერთი კვირა ონლაინ გაკვეთილები ჩატარდება სატესტო რეჟიმში და მოიცავს ძირითად საგნებს: ქართული, მათემატიკა, ინგლისური. მეორე კვირიდან გაიზრდება გაკვეთილების ინტენსივობა და დაემატება სხვა საგნებიც.

დეტალურ ინფორმაციას, მათ შორის აპლიკაციების ჩამოტვირთვისა და დანიშნული გაკვეთილების შესახებ, მიიღებთ კლასის დამრიგებლებისგან.

🙏 ძვირფასო მშობლებო, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენი ჩართულობით ხელი შეგვიწყოთ დისტანციური სწავლების დანერგვაში და ორშაბათამდე უზრუნველყოთ მოსწავლეებისთვის ინტერნეტისა და გაჯეტების (მობილური/ლეპტოპი/პერსონალური კომპიუტერი) ხელმისაწვდომობა. კოორდინირებული მუშაობითა და ჩვენი წილი პასუხისმგებლობის გააზრებით აუცილებლად დავძლევთ საგანმანათლებო სივრცესა და ქვეყანაში არსებულ კრიზისს.