მეოთხეკლასელებმა სასწავლო წელი პერსონალური პროექტების პრეზენტაციით დაასრულეს. ბავშვებმა სემესტრის დასაწყისში აირჩიეს სასურველი თემა და რამდენიმე კვირის განმავლობაში:

  • მოიძიეს ინფორმაცია;
  • დაამუშავეს და მოამზადეს ტექსტი;
  • შეარჩიეს ფოტო-ვიდეო მასალა;
  • ააწყვეს პერსონალური პროექტები სხვადასხვა ელექტრონულ პროგრამაში და წარმოადგინეს მშობლებთან.