✅ სკოლის დებატკლუბის მოსწავლე, ლიზა კილაძე, Georgian Institute for Debate and Education • GIDE-ის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად მოხვდა საუკეთესო ხუთეულში და გახდა საერთაშორისო დებატების ტურნირის წარმატებული მონაწილე
🔻კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ დებატკლუბები მთელი საქართველოდან, ხოლო საერთაშორისო ტურნირში ჩართული იყო 600-ზე მეტი მოდებატე მსოფლიოს 40 ქვეყნიდან.
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური საჩუქრებითა და სერტიფიკატებით, მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ მახარაშვილის მიერ, რომელმაც ასევე საგანგებოდ მოაწყო დამატებითი შეხვედრა ქართულ დელეგაციასთან.
.