7 მარტს თბილისის მწვანე სკოლის დიღმის კამპუსიდან უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი  გაიგზავნა.
თანამშრომლებმა და უფროსკლასელებმა დაახარისხეს და აღწერეს 44 მოცულობითი ყუთი საკვები, წამლები, პირველადი საჭიროების ნივთები, ნახატები, სათამაშოები, თბილი ტანსაცმელი და თანატოლებისთვის მიწერილი კიდევ უფრო თბილი წერილები.❤️
გმირი უკრაინელების ერთიანობა და შეუპოვრობა ჩვენი მოსწავლეების, მშობლების და საზოგადოების არნახული სოლიდარობის ინსპირაციაა. ❤️
თბილისის მწვანე სკოლა აგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებას უკრაინელი ხალხისთვის.
დიდება უკრაინას და გამარჯვება სამართლიანობისთვის ბრძოლაში! 💫